Sunday, January 26, 2014


                         
                                               BMW (BAVARIAN MOTOR WORKS)                                                                რაც შეეხება ლოგოს ისტორიას იგი მრავამნიშნელოვანია  Bayerische Motoren Werke (BMW), ინგლისურად Bavarian Motor Company – BMW გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოებადი მდიდრული ბრენდი. . კომპანიის ლოგო  მის უძველეს წარსულზეა დაფუძნებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც ლოგოს შინაარსის რამოდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მრგვალ ლოგოში მოთავსებული თეთრი ფერი საჰაერო ხრახნს (იგივე პროპელერს), ხოლო ლურჯი ფერი ცას წარმოადგენს, ეს კი რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება კომპანიის პირველყოფილ საქმიანობას, საავიაციო ძრავების მშენებლობას. მეორე ვერსიის თანახმად, კომპანიის ლოგო წარმოადგენს ბავარიის დროშის ფერებს, რომელიც კომპანიამ თავისი სამშობლოს საპატივცემოდ დაახატა ლოგოს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნებისმიერი ვერსიის გჯეროდეთ, თუმცა პირველი მათგანი უფრო ლოგიკურია.

   BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი - „ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - „ტურ 3ა“ შექმნა, შემდეგ კი „მოტორ 4“, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.
მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა „R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს „ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.
1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80 კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.
1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველადი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი „მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.
1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.
1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი - იესტა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13-ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,4 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.
1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.
BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW „ხულიგანკაზე“). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა.1989 წლიდან დაწყებული М6 წარმოება დიდი ხნით გადაიდო, კერძოდ კი 2005 წლამდე. სწორედ 2005 წლიდან დაიწყო თანამედროვე მე-2 თაობის სუპერთანამედროვე ავტომანქანის წარმოება, რომელსაც bmw 6 სერიის ექსტერიერი გააჩნია.ახალი თაობის bmw m6-ს გააჩნია სპორტული ხასიათის ტყავის სავარძლები და ელექტრული რეგულატორები. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მანქანის წონაც. საერთო ჯამში bmw m6-ის წონა მხოლოდ 1710 კგ-ია.
აღსანიშნავია მეტად ძლიერი ხუთლიტრიანი V10 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხ.ძ. 100 კმ/სთ განვითარებისთვის bmw m6 მხოლოდ 4.5 (4.6) წამი სჭირდება, რაც საკმაოდ კარგ რეზულტატად შეიძლება ჩაითვალოს. m6 სპიდომეტრი 330 კმ-ს უჩვენებს, რაც ახდენს ამ ავტომანქანის ძირითად პოტენციალს. თუმცა მანქანის სიჩქარე ელექტრონიკით შემოსაზღვრულია მხოლოდ 250 კმ/სთ-ით.იუხედავად იმისა, რომ ბეემვეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი  ავტომწარმოებელის სახელი და რეპურაცია დაკავშირებულია იმ მოდელებთან, რომლებიც წარმოებულ იქნა უკანასკნელი 30 წლეულის განმავლობაში, მარკის ისტორია ითვლის 90 წელზე მეტს, რომელიც მოიცავს უამრავ მიღწევებს, რომელიც მიღწერულ იქნა როგორც სანიმუშო ნიშნული.
ბეემვეს საფუძველი ჩაეყარა 1913 წელს, როდესაც კარლ ფრიდრიხ რაპმა, ბავარიელმა, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი იყო როგორც კარგი ინჟინერი ბერლინის საავიაციო კომპანიაში, დაარსა რაპის ძრავების ქარხანა მიუნხენის გარეუბანში. კომპანია აწარმოებდა თვითმფრინავების ძრავებს, რომელიც საკმაოდ პრობლემატური იყო და ხასიათდებოდა ხმაურით და ზომაზე მეტი ვიბრაციით მუშაობით. უახლოეს ხანში გუსტავ ოტომ, ასევე თვითმფრინავების სპეციალისტმა შექმნა საკუთარი ინდუსტრია და დაიწყო მცირე ზომის თვითმფრინავების აწყობა.
ხარვეზიანი ძრავების გამო რაპის ძრავების ქარხანა იძულებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტი აუტოდაიმლერთან, რომელიც მოულოდნელად ვერ აღმოჩნდა მზად იმ მოთხოვნებთან რაც მის მიმართ ბაზარზე წარმოიშვა. მათ რაპის ძრავების ქარხანას დაუკვეთეს V12 აეროძრავის აგება მათი ლიცენზიით. ამის შემდეგ კომპანია სწრაფად გაფართოვდა, თუმცა 1916 წელს რაპი გადადგა კომპანიის მმართველობიდან ფინანსური პრობლემების გამო. მის ადგილი დაიკავეს ფრანც იოზეფ პოპმა და მაქს ფრიცმა – ორმა ავსტრიელმა. იმავე წლის მარტში რაპის ძრავების ქარხანა შეუერთდა გუსტავ ოტოს „გუსტავ ფლუგმაშინეფაბრიკს“ და ჩმოყალიბდა „Bayersiche Flugzeungwerke“. ცოტა ხანში მას სახელი გადაერქვა და დაერქვა  Bayersiche Motoren Werke (ბავარიის ძრავები), ანუ BMW და შეიქმნა კომპანია, რომელიც დღემდე ვიცით.
2    1917 წელს BMW-ს პირველი თვითმფრინავის ძრავი იქნა გამოშვებული – 6 ცილინდრიანი Type IIIa. 1919 წელს ამ ძრავის მომდევნო ტიპით Type IV-ით ფრანც ზენო დაიმლერმა დაამყარა სიმაღლის რეკორდი 9760 მეტრი. ვერსალის ხელშეკრულების შედეგად ბეემვეს აეკრძალა საავიაციო ძრავების შექმნა და იძულებული გახდა გადასულიყო სარკინიგზო ტრანსპორტის საჰაერო მუხრუჭის სისტემების წარმოებაზე. როდესაც ბეემვემ ხელახლა დაიწყო თვითმფრინავების ძრავების წარმოება 1922 წელს, ამ ძრავებით 29 მსოფლიო რეკორდი იქნა დამყარებული. ახლანდელი ბეემვეს ლოგო, რომელიც შექმნილ იქნა 1920 წელს, დაფუძნებული იყო პროპელერის დიზაინზე.
პირველი ბეემვეს მოტიციკლეტი – R32, წარმოებულ იქნა 1923 წელს ახალ გახსნილ აიზენახის ქარხანაში, რომელიც მიუნხენის აეროპორტთან ერთად ერთ დღეს გაიხსნა. R32 აღჭურვილი იყო ორცილინდრიანი ძრავით, რომელიც განივად იყო დაყენებული ორგანყოფილებიან ჩარჩოზე და ავითარებდა 8,5 ცხენისძალას 3300 ბრუნით წუთში. ორ ცილინდრიანი 494 მოცულობის ძრავით მოტოციკლეტს შეეძლო განევითარებინა 96 კმ/სთ სიჩქარე. ბეემვეში ეს მოდელი დაამზადეს 3090 ცალი 3 წლის განმავლობაში.
3ბეემვეს ავტომობილების ისტორია 1928 წელს იწყება. პირველი ავტომობილი – Dixi 3/15 PS დამზადდა აიზენბახის ქარხანაში. ის დამზადდა „აუსტინის“ ლიცენზიით და წარმოადგენდა ამერიკული Bantam და იაპონური Datsun-ის ანალოგს. პირველი Dixi გამოშვებული იყო ღია სახურავით და აღჭურვილი იყო 743 მუშა მოცულობის ძრავით, რომელიც იყო 4 ცილინდრიანი და ავითარებდა 15 ცხენის ძალის სიმძლავრეს. მაქსიმალური სიჩქარე იყო დაახლოებით 80 კმ/სთ. 1929 წელს მისი ახალი გაუმჯობესებული ვერსია გამოვიდა – DA2, რომელსაც ქონდა სრულად ფოლადის კორპუსი და ოთხივე თვლის მუხრუჭი. 1930 წელს ამ მოდელმა მოიგო პირველი რბოლა. სულ გამოშვებულ იქნა 18976 ერთეული.
1932 წელს გამოვიდა ბეემვეს პირველი „ნამდვილი“ ავტომობილი BMW AM 4. იგი იყო Dixi-ს მომდევნო თაობა და იყო პირველი რომელიც სრულად იყო აწყობილი ბეემვეს ქარხანაში. მუშა 4მოცულობა იყო 782, ძრავი იყო 4 ცილინდრიანი და აღჭურვილი იყო დაკიდული სარქველებით და ორმაგი ჯაჭვით. ძრავი გამოიმუშავებდა 20 ცხენის ძალას 3500 ბრუნზე/წთ-ში.
შემდეგი წელიწადი უნდა აღინიშნოს ბეემვეს 303 ვერსიის და პირველი ბეემვეს ერთრიგიანი 6 ცილინდრიანი ძრავების გამოშვებით, რომელიც გახდა ბეემვეს ტიპიური პირველი არჩევანი მაშინდელი კონკურენტი ავტომობილების კონკურენციისთვის. 303 იყო პირველი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იყო ორგანყოფილებიანი რადიოტორით, რომელიც მეორე სამარკო ნიშნად იქცა. აღჭურვილი შედუღაბებული ფოლადის ჩარჩოთი, დამოუკიდებელი წინა დაკიდებით და საკისარით, 303 იყო ტექნოლოგიური მიღწევის ნიმუში. მისი 1173 მუშა მოცულობის მქონე ძრავი გამოიმუშავებდა 30 ცხენის ძალის სიმძლავრეს და მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 90 კმ/სთ.
წამი წლის შემდეგ 1936 წელს წარმოდგენილ იქნა BMW 328. ის იყო ყველაზე პოპულარული და 5ითვლება ბეემვეს ყველაზე სახელგანთქმულ ომამდელ სპორტულ მანქანად. 328 ძირითადად სპორტის მიზნებისთვის იყო შექმნილი, რის შედეგადაც მან წარმატება მოუტანა მილი მაილიას იტალიაში 1938 წელს რბოლის მოგების დროს. თუმცა ის ასევეგ ახდა პოპულარული საგზაო ავტომობილიც. ავტომობილზე გამოყენებულ იქნა ზემსუბუქი მასალები და ჩარჩო, რის შედეგადაც ის იყო ძალიან მსუბუქი. მასზე დაყენებული იყო 1971 მოცულობის მქონე 6 ცილინდრიანი ძრავი სამი კარბურატორით, რომელიც ავითარებდა 80 ცხენისძალას 5000 ბრუნზე წუთში. 328-ს შეეძლო მიეღწია 150 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარისათვის. სულ წარმოებულ იქნა 462 ერთეული.
1935 წელს ბეემვემ კიდევ ერთხელ მოხსნა გაყიდვების რეკორდი, ოღონდ ამ შემთხვევაში ორ ბორბლიანი ტრანსპორტის ინდუსტრიაში. 500 სმ3 მუშა-მოცულობის კომპრესორით აღჭურვილი ძრავის მქონე მოტოციკლეტი, რომელიც ავითარებდა 108 ცხენის ძალას და ქონდა სიმძლავრის მასაზე გაანგარიშების გასაოცარი კოეფიციენტი, სახელად ერნსტ ჰენემ მოხსნა მაშინდელი მსოფლიო რეკორდი და განავითარა 279,5 კმ/სთ სიჩქარე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.
ბეემვეს წარმატება სამწუხაროდ ხანმოკლე გამოდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია დაიშალა. მისი ქარხნები დაინგრა და დაიშალა. ომის დროს სამი წლის განმავლობაში ბეემვე აწარმოებდა ომისათვის თვითმფრინავების ძრავებს და რაკეტებს. პირველი ომის შემდგომი მოდელი 1951 წელს გამოჩნდა. ის აღჭურვილი იყო V8 ძრავით და წარმოადგენდა ძვირადღირებულ კომფორტულ სედანს. 501 მოდელი წარუმატებელი აღმოჩნდა ომის შედეგად გაღატაკებული ქვეყნისათვის. მოთოვნა იყო ძალიან დაბალი და ბეემვე კინაღამ დაიხურა.
სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა ბეემვე 1955 წელს როდესაც ახალი Isetta 250 წარმოუდგინა საზოგადოებას, რომელიც ძალიან წარმატებულ მინი-ავტომობილად იქცა 1950-იან წლებში. ის იტალიური მწარმოებელის – Iso-ს ლიცენზიით იქნა გამოშვებული და მასზე დაყენებული იყო მოტოციკლეტის ძრავი და მხოლოდ ერთი კარი ქონდა წინ. ძრავი იყო ერთცილინდრიანი 245 სმ3 მუშა მოცულობით და ქონდა 12 ცხენის ძალა 5800 ბრუნზე წუთში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ იყო. 7 წლის განმავლობაში ბეემვემ 161728 ისეტას შექმნა და გაყიდვა მოახერხა.
რამდენიმე წლის შემდეგ ბეემვეს კვლავ ქონდა მყარი ფინანსური რესურსები რომ ყველაზე დასამახსოვრებელი მოდელები გამოეშვა. ამგვარად, 1956 წელს გამოვიდა ბეემვე 507, რომელიც სწრაფად გახდა სახელგანთქმული. მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული 2 კარიანი კორპუსი გადასახდელი სახურავით, შექმნილ იქნა ალბრეხტ გრაფ ფოერცის მიერ, რომელიც შემდგომში გაცოცხლებულ იქნა თანამედროვე Z8 მოდელით. დიდი 3168 სმ3-იანი V8 ძრავზე განლაგებული ორი ქვემოთ დახრილი კარბურატორი, რომლის შედეგადაც 507 ავითარებდა 150 ცხენის ძალას 5000 ბრუნზე წუთში. ეს საკმარისი იყო რომ ავტომობილს განევითარებინა 200 კმ/სთ სიჩქარე, თუმცა არ იყო საკმარისი რომ მისი მთავარი მეტოქე მერსედეს 300SL-ისთვის გაეწია კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 252 ეგზემპლარი 507 იქნა წარმოებული, ის მაინც გახდა ბეემვეს სიმძლავრის და ბრძოლის სიმბოლო, რომელიც ტრიუფმით დაბრუნდა 50-იან წლებში ომის შემდეგ.
6
შემდეგი ნაბიჯი ბეემვეს ევოლუციაში ვიცით 1962 წელს. 1500, რომელიც შეიქმნა 50-იანი წლების კრიზისის შემდგომ, გახდა ბეემვეს ახალი გადამრჩენ
ელი. ბრწყინვალე დაკიდება და აგრესიული დიზაინი იმ დროისთვის, დაბალი ჩარჩო და მოკლე ღვედით აღჭურვილი ძრავი და უკან სახურავი – აი რა ახასიათებდა 1500-ს. 1499 სმ3-ის 4 ცილინდრიანი ძრავი ავითარებდა 80 ცხენის ძალას 5700 ბრუნზე/წუთში და ავითარებდა 148 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს. ორი წლის განმავლობაში 23807 ეგზემპლარის გაყიდვა მოხერხდა, თუმცა ამ სერიის ყველა მოდელების გაყიდვამ (1500, 1600, 1800, 2000) 334165 ავტომობილს მიაღწია. ამ ავტომობილის ბაზაზე შეიქმნა მე-5 სერიის ბეემვეს პირველი თაობა, როდესაც E12 გამოვიდა 10 წლის შემდეგ 1972 წელს. მე-3 სერიის ბეემვეები გამოვიდა 2 წლის შემდეგ და მე-7 სერიის კიდევ 2 წლის შემდეგ 1977 წელს.
1990 წელს ბეემვემ ხელახლა მოსინჯა ძალები საავიაციო ძრავების ინდუსტრიაში  BMW Rolls-Royce GmbH-ის შექმნის შემდეგ როლს-როისთან ერთად. 1998 წელს როდესაც როლს-როისის გაყიდვები გაიზარდა, ბეემვემ ოფიციალურად იყიდა როლსროისის სავაჭრო ნიშანი, სახელი და ლოგო ფოლქსვაგენისაგან. 1994 წელს ბეემვემ კიდევ სხვა შესყიდვა განახორციელა როდესაც შეიძინა როვერი. მძიმე ზარალის შემდეგ კომპანია ბოლოს 2000 წელს გაიყიდა, როდესაც როვერი გაიხლიჩა ლენდ-როვერისაგან, რომელიც კომპანია ფორდმა შეიძინა. ბეემვემ შეიძინა უფლებები ინგლისური მინის წარმოებაზე და შექმნა ახალი მინი, რომელიც გამოვიდა 2002 წელს ავტოინდუსტრიაში.
7დღეს ბეემვეს Z3, Z8 და ყველა მოდელი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 სერიის ავტომობილები და მოტოციკლეტები ფართოდ იყიდება მსოფლიოს მასშტაბით. 1992 წელი ბეემვესთვის იყო ხელახალი დაბადება, როდესაც მან იმ დროს გადაუსწრო მის მთავარ კონკურენტს ბეემვეს გაყიდვებით. იმედია, აღნიშნული მეტოქეობა ბეემვეს უბიძგებს რომ კიდევ უფრო მეტად დასამახსოვრებელი მოდელები შექმნას.

ამ თემაში მე გიამბობთ Bmw M5 ოღონდ E34 ზე, რომელიც ჩემის აზრით ერთ ერთი საუკეთესო M5 ია ბეემვეს ისტორიაში. საერთოდ ეს მოდელი E34 ძლიერი მოდელია მნიშვნელობა არ ააქვს ეს M5 იქნება თუ ჩვეულებრივი რიგითი მოდელი. ძალიან გამძლე ავტომობილი გახლავთ, ყველანაირ ასპექტში. ცნობილია გამძლეობით სავალ ნაწილებში, ძრავში რა საკვირველია და მიუხედავად წლოვანებისა საკმაოდ კომფორტულიც გახლავთ. რაც ყველაზე მთავარია ამ მოდელში არაა დაკარგული ბეემვეს ხიბლი და აგრესიულობა რაც ამ მანქანას ყოველთვის ახსიათებდა. მე გთავაზობთ თემას სადაც დაწვრილებით იქნება განხილული ეს მოდელი კონკრეტულად კი Bmw E34 M5. თემაში იხილავთ ვიდეოებსაც.
დავიწყოთ იქიდან რომ ზოგადად E34 გამოვიდა ბევრი ვარიანტის სახით, იყო E34 1.8 მოცულობის ძრავით, იყო 2.0 მოცულობის ძრავით, ასევე 2.5 მოცულობის ძრავით რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარულია საქართველოში და ყველაზე გავრცელებული. იყო ასევე 3.0 V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, ასევე 3.5 V ტიპის 8 ცილინდრიანი და იგივე 3.5 ოღონდ 6 ცილინდრიანი ჩვეულებრივი ძრავით, ასევე იყო 4.4 V8 ტიპის ძრავი, მოკლედ ჩმაოთვლა შორს წაგვიყვანს, იმდენად წარმატებული მოდელი გახლავტ რომ თითქმის ბეემვეს ყველა ძრავია მოთავსებული ამ ერთ მოდელში. მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ კონკრეტულად M5 ზე. თვითონ E34 M5 ი გამოვიდა სხვადასხვანაირი მაგალითად 3.6, 6 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გათვლილი იყო უფრო ევროპის ბაზრისთვის, მაგრამ ყველაზე ძლიერი M5 ებს შორის გახლავთ 3.8 მოცულობის ძრავი რომელზეც ვისაუბრებ დღეს.
მანქანა შეიქმნა გერმანიაში, ქალაქ მიიუხენში. ძრავის ცილინდრები განთავსებულია სწორხაზოვნად და ჯამში გახლავთ 6 ცილინდრიანი. ავტომობილს თითო ცილინდრზე გააჩნია 4 კლაპანი რაც რა სკავირველია უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს. ძრავის ზუსტი მოცულობა გახლავთ 3795 cc / 231.6 in³. ანუ ჩვენს ენაზე 3.8 მიუხედავათ ამის მანქანის ტექ დათვალიერების პასპორტში იწერება Bmw M5 3.7. იმ დროისთვის კი მისი სიმძლავრე ჯამში კარგი და შეიძლება ითქვა საუკეთესო გამოვიდა და სულ გახლავთ: 253.5 kw / 340.0 bhp @ 6900 rpm. ანუ 340 ცხენის ძალა. რაც შეეხება მის ბრუნვის მომენტს აქაც ჩინებული შედეგი აჩვენა: 400.0 nm / 295.0 ft lbs @ 4750 rpm სწორედ ეს შესანიშნავი ბრუნვის მომენტი უწყობს ხელს ამ მანქანას იმისთვის რომ დრიფტის დროს მოჭიდება იყოს კარგი და შესაბამისად თავისუფლად შეძლოთ დრიფტი, იქნება ეს წვიმა თუ მშრალი ამინდი. მანქანის ზარა მგონი ზნელი მისახვედრი არ არის რომ მთლიანად რკინა. წამყვანი თვლები კი ბეემვეს ჩვეულ სტილში უკანა გახლავთ. რა საკვირველია თავისივე ბლოკირებული ხიდით. თვითონ ბაზავოი ვერსის საბურავები კი ასე გამოიყურება. წინები: F 255/40ZR-17 ხოლო უკანები: R 255/40ZR-17.
მოდით სამუხრუჭე სისტემასაც შევეხოთ. მისი მუხრუჭები წინა მუხრუჭს ვგულისხმობ გახლავთ: x 345 mm / x 13.6 in ხოლო უკანა მუხრუჭი: x 328 mm / x 12.9 in. ავტომობილი ჯამში იწონის 1725 კილოგრამს საკმაოდ მძიმეა და ეს თავისთავად მეტყველებს მის კომფორტულობაზე, მართალია E36 ცამორჩება მართვადობით მაგრამ არაფერს არ აკლებს. იმ დროისთვის მისი კოლოფიც შესანიშნავი მიხწევა იყო ავტო ინდუსტრიაში მისი კოლოფი გახლავთ 6 საფეხურიანი მექანიკური. რაც შეეხება ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს. აქ ყველაფერი სტანდარტულადა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრი საათშია. საკმაოდ კარგია მისი აჩქარებაც 0 დან 100 მდე რომელიც სულ რაღაც 5.8 წამში ხორციელდება. თვითონ M5 გამოდის 1989 წლიდან 1995 წლამდე მაგრამ 3.8 ძრავებით გამოდის 1991 იდან 1995 წლის ჩათვლით. იმ დროისთვის ეს იყო საკმაოდ კონკურენტ უნარიანი ავტომობილი რომელმაც უდიდესი წარმატბეა მოუტანა ბეემვეს კომპანიას.
შეიძლება არ იცოდეთ მაგრამ პირადად მეც მყოლია E34 ბერი თანაც და M5 იც მყოლია თვითონ კუზაო, რაც შეეხება M5 ის ძრავიანზე ნაჯდომი ვარ, და მინდა გითხრაღ რომ დიდიად ნასიამოვნები დავრჩი საკმაოდ თავისებური ავტომობილია, ძალიან უყვარს მოსახვევში მესამე სიჩქარეში გადატანა და რულის აკვრა, უყვარს ტრეკზე სიარული შეიძLება ითქვას ამისთვისა შექმნილი, ნამდვილ ავტო გურმანებს უნდა უყვარდეთ ეს მანქანა მსგავსად E30 ისა რადგანაც ეს 90 წლებში იმ იშვიათ ავტომობილთაგანია რომელმაც ფურორი მოახდინა და თავისი ისტორია დაწერა ავტო სამყაროში. თან გაითვალისწინეთ ისიც რომ მის ძრავზე, სალონზე და ყველაფერზე მუშაობდა M ტექნიკი. ალბათ ბევრს შეგხვედრიათ მისი დისკები დაყენებული სხვადა სხვა ბეემვეზე. აშკარად ერთ ერთი ულამაზესი დისკია და მე პირადად ძალიან მომწონს. მისი ზომები კი ასეთი გახლავთ. წინები: F 43.2 x 22.9 cm / 17.0 x 9.0 in ხოლო უკანები: R 43.2 x 22.9 cm / 17.0 x 9.0 in. ცნობილია რომ 3.8 ამერიკის ბაზრისთვის გაკეთდა მაგრამ უფრო ხშირად მე პირადად ევროპაში შმეხვედრია შეიძლება ევრო ვარიანტიც კი უწოდოთ, იდეაში კი ამერიკის ბაზრისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკაში უფრო პოპულარული 3.6 ია ვიდრე 3.8. Mტელი ფილოსოფია კი იმაშია რომ ამ ავტომობილის ბლოკი გახლავთ ძველი 3.5 პლიტა ძრავის ბლოკი ხოლო ზევიდანა დადებული 3.8 ის ეგრედ წოდებული გალოვკა. თუნდაც მარტო ამისთვისა დასაფასებელი ეს მანქანა.


No comments:

Post a Comment